კვირა, 19.05.2024, 14:16
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Test category » Test forum » პოინტერი (აქ ვისაუბროთ ერთ-ერთ უძლიერეს მონადირე ძაღლზე ,,პოინტერი'')
პოინტერი
skilterთარიღი: ორშაბათი, 31.05.2010, 00:24 | შეტყობინება # 1
რიგითი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 1
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
პოინტერი

პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.

საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები)

დამატებულია (31.05.2010, 00:24)
---------------------------------------------
monadireebo aq visaubrot am unikalur dzaglze romelsac pointeri qvia wink

 
ფორუმი » Test category » Test forum » პოინტერი (აქ ვისაუბროთ ერთ-ერთ უძლიერეს მონადირე ძაღლზე ,,პოინტერი'')
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Copyright MyCorp © 2024

Free web hosting - uCoz